პროექტში ჩართულმა ქალებმა ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები დევნილებისთვის ერთი ტრენაჟორი, ორი ძელსკამი და ბენზინის სათიბი შეისყიდეს.
მოსახლეობის თქმით, დასახლებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ძალიან დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მათი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამ ინვენტარით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება სარგებლობა და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.
ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.
როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
თავიანთი რესურსებით განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული ინიციატივა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში. ლესელიძის ქუჩაზე, ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური ინტერნატის მცხოვრებლებმა გრანტით შეიძინეს ბენზოცელი, წყლის ტუმბო და ელექტროკაბელი, შესაცვლელი ზეთი, ბრტყელტუჩა და ელექტროავტომატი მიიღეს. ეს მასალები ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას დევნილთა თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.
მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...
ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.
თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი და რა შედეგებს მიაღწიეს.
აღნიშნეს, რომ აქტიურობა აუცილებელია. საკუთარი ძალებით გაუჭირდათ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით შეძლეს რამდენიმე პრობლემური საკითხის ადგილიდან დაძვრა და მიიღეს დაპირებები კომპეტენტური პირებისგან.
ქალებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და უკვე, საკმაოდ გამოცდილებმა, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაც გააკეთეს, რათა პარალელურად მათი ადვოკატირებაც დაიწყონ.
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. წერილს უკვე მოყვა რეაგირება - ზარები, შეხვედრები, დაზუსტებები და ჯგუფის წევრები ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
წყალტუბოს დევნილთა სამ თემში - აფხაზეთის და 9 აპრილის ქუჩებზე - დასრულდა სამოქალაქო ინიციატივის განხორციელება.
თემის მცხოვრებლებმა მიიღეს საჭირო მასალები, რაც აუცილებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად: ბალახის სათიბი ელექტროცელები, საღებავები, ფუნჯები, სარწყავი მილები, შესაწამლი მოწყობილობა, კარების საკეტი… ამ მასალების შეძენა მოხდა მათი საჭიროებების გათვალისწინებით და თავადვე ჩაერთვებიან თავიანთი შენობების თუ ეზოების მოწესრიგების პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„სამოქალაქო ინიციატივის“ ფარგლებში ქუთაისში, ჭავჭავაძის №58-ში მცხოვრებმა დევნილებმა კომბინირებული ბენზოცელი, საკრეჭი და ელექტრო შესაწამლი მოწყობილობა შეიძინეს.
სამოქალაქო ინიციატივის შედეგად თემში გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და უფრო უსაფრთხო გახდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა ცვლილებები მოუტანათ ადვოკატირების პროცესმა და რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგ შედეგებზე გასვლა შეძლონ.
სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშე დგას დევნილთა დასახლება ამ ეტაპზე - საჭიროა სპორტული მოედნის სადრენაჟე სისტემით აღჭურვა, რადგან წყალი დგება. საუბარი შეეხო სკვერის და საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციას და ძელსკამების განთავსებას.
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის მოსაგვარებლად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და უახლოეს მომავალში ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, კოტეჯი-2-ში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს ბალახის სათიბი - ელექტროცელი, სეკატორი და ხერხი ელემენტზე, ურიკა, მილი და საიზოლაციო ლენტა.
ინიციატივა თემის მცხოვრებლებმა თავიანთი რესურსებით განახორციელეს. შეძენილი მასალების გამოყენება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით