ადვოკატირების სტრატეგია - ტრენინგი დევნილი ქალებისთვის

სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია  და სამოქმედო გეგმის შედგენა - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში. მასში მონაწილეობდნენ ლიდერი ქალები ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემიდან.

მონაწილეებმა გაარკვიეს, რა ფაქტორები განსაზღვრავს პრობლემის აქტუალობას, რა გზას გადის პრობლემა იდენტიფიცირებიდან მოგვარებამდე, რა უზრუნველყოფს ადვოკატირების წარმატებას.

ადვოკატირების არსში გარკვევის შემდეგ მათ პრობლემის „ხის მეთოდით“ შედეგები და გამომწვევი მიზეზები განიხილეს. SWOT ფორმის გამოყენებით კი შეძლეს ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და რესურსების გაანალიზება, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა.  

ტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეები სამ ჯგუფად განაწილდნენ და ჯგუფებში  კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.

უკუკავშირით დასტურდება, რომ ისინი მზად არიან, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ:

„გავეცანით ადვოკატირების პროცესს. ჩვენთვის ყველა ინფორმაცია აუცილებელია“.

„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე, ყველა აქტივობა გავწერეთ, რისკები გავთვალეთ. ყველა მასალას პრაქტიკულად გამოვიყენებთ.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები