სალომე გოგოხია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯა
რო სკოლა): - ახალი ინფორმაციები მივიღე, ახალი მეგობრები შევიძინე. ამ ცოდნას მომავალში ბევრ კარგ რამეში გამოვიყენებ.
ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“.
ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:
ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.
მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და თანატოლებსაც გავუზიარებ.
სალომე გოგოხია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯა
რო სკოლა): - ახალი ინფორმაციები მივიღე, ახალი მეგობრები შევიძინე. ამ ცოდნას მომავალში ბევრ კარგ რამეში გამოვიყენებ.