„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დროდადრო ყველას გვესაჭიროება ფსიქოლოგიური განტვირთვა.
სწორედ ამ მიზნით ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დიდინეძის სკოლის პედაგოგებთან ჩატარდა ტრენინგი.
არტ თერაპია, როლური თამაშები და ტესტები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მონაწილეებთან შეასრულა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ.
ქალბატონები ძალზედ კმაყოფილნი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია ენერგიით ასავსებად, მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური მონაწილეობის ისტორია და არსებული მდგომარეობა, კვოტირების სისტემა და მისი დანერგვის მექნიზმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული ისტორიები - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად ბარიერებზე, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას უშლის ხელს.
დისკუსიის პროცესში მათ დაასაბუთეს, რამდენად მნიშვნელოვანია კვოტების - ეფექტიანი სპეციალური ზომების - დანერგვა საქართველოში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- რა დროც არ უნდა გავიდეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ყოველთვის მტკივნეული იქნება კონფლიქტზე საუბარი, თუმცა მაინც საჭიროა ლაპარაკი.
- სამწუხაროდ, დღესაც ხდება საქართველოს საზღვრების გადაწევა, დღესაც იტაცებენ ადამიანებს საკუთარი ტერიტორიებიდან.
- საშინელებაა, როცა ახ;ობლების საფლავებს შორიდან უყურებ.
- ჩვენ არ გვინდა ომით დაბრუნებული აფხაზეთი.
- ბევრმა არც იცის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ.
- ყველა სოციალური დახმარება გაიზარდა და დევნილის შემწეობა წლებია, ერთსა და იმავე ნიშნულზე დგას.
- რამდენი წელი გავიდა და კიდევ არიან ბინით დაუკმაყოფილებელი დევნილები.
ეს ორდღიანი ტრენინგის მონაწილეთა სიტყვებია. აქედანაც ჩანს, რა საკითხებზე იყო აქცენტები და მსჯელობა...
ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის ასისტენტები და 5 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, სენაკი) დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის 50 წევრები.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
„მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“ –ტრენინგი ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
სამართლებრივი აქტები,
თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით,
თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები.
ამ და მრავალ სხვა საკითხსზე ისაუბრა იურისტმა Tamuna Fachulia (თამარ ფაჩულიამ).
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რომლებიც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთული მისაღწევია“.
„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად? მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა, ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“.
„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფი ერთიანდება და ეს დიდი ძალაა“.
ეს არის ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები. დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის მორიგი მე-6 ტრენინგი 13-14 მაისს ჩატარდა თემაზე „კოალიცია და ქსელები“.
მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანების ფორმებს, გუნდური მუშაობის დაგეგმვას და რესურსების სწორად განაწილებას.
ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა საკითხის უფრო კარგად გააზრებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ონლაინ ჩატარდა მეხუთე ტრენინგი თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები“.
მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობებს, სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე; როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. დისკუსიის დროს მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
მათი შეფასებით, სატრენინგო თემები მნიშვნელოვანი იყო:
„გავეცანი მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. მსგავს ინფორმაციას ბევრი ადამიანი უნდა ფლობდეს.“
„ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ვიგრძენი პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტად ჩავერთო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„სტერეოტიპები და ტოლერანტობა“ - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი სოფ. დიდინეძის ახალგაზრდულ ჯგუფთან.
ეს არის ის თემები, რომლებსაც ხშირად ვეხებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა, ტერმინების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია ყველამ როდი იცის, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ლალი შენგელიამ და ანჟელა ჩიხლაძემ.
ბავშვების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, ისინი აქტიურად ერთვებოდნენ პოლემიკაში და გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
28-29 აპრილს ონლაინ შეიკრიბნენ ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი ბიუჯეტი, სამოქალაქო ბიუჯეტირება.“
სატრენინგო თემის განხილვა ინტერაქტიული ჩართულობით გაგრძელდა. ჯგუფურმა მუშაობამ და დისკუსიებმა მონაწილეებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა. უკუკავშირით დაფიქსირდა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში.
ამ ტრენინგით დასრულდა ერთთვიანი სატრენინგო ციკლი (4 ტრენინგი), რომელმაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სათანადო უნარებით მოამზადა. ისინი აქტიურად იმუშავებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ადგილობრივ დონეზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის სამოქმედო გეგმის დანერგვისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით