მეგობრული ატმოსფერო კურსებზე
მაისში საინტერესო მუშაობა მიმდინარეობდა ექვსივე კურსზე (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული თიხით ძერწვა, ქარგვა).
ფოტო და ვიდეოგადაღების ახალი ჯგუფი მაისის ბოლოს დასრულდა. მაისში ძერწვის ახალი ჯგუფი შეუდგა სწავლას. ბავშვები საკმაოდ ნიჭიერები არიან და გამოირჩევიან უჩვეულო ხედვით, ფანტაზიით, უნარებით. მაქსიმ ბელოვი, მაგალითად, თავის გამოგონილ საოცარ პერსონაჟებს ქმნის.
თანდათანობით უკეთესი შედეგები აქვთ ქართულის თუ ინგლისურის კურსების მონაწილეებს. ისინი კითხულობენ, წარმოთქვამენ სპეციფიკურ ბგერებს, ადგენენ წინადადებებს, წარმართავენ დიალოგებს.
მაისში ფსიქოლოგიც აქტიურად, გეგმის მიხედვით მუშაობდა. გაიმართა საუბრები ბავშვებთან შემდეგ თემებზე: გრძნობების პროგნოზი, ემოციების მართვა, თანაგრძნობა და ა.შ. გაიმართა 9 ჯგუფური და 10 ინდივიდუალური შეხვედრა.
ყველაზე მთავარი, რასაც ემსახურება პროექტი, არის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ყველა კურსზე იგრძნობა. ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს, განიცდიან, როცა რომელიმე მათგანი ავად ხდება...
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამართულ ღონისძიებას ყველა ბავშვი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს კურსებზე შექმნილი ნაძერწები და ნაქარგები, ასევე თავიანთი ნახატები. სამსახიობო კურსის მონაწილეებმა კი ლექსები წაიკითხეს ქართულ ენაზე.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით