ამ გვერდის ამობედვა

კონფერენცია: თანამშრომლობა ადვოკატირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ონლაინ კონფერენცია  „ადგილობრივი თანამშრომლობა თემის საჭიროებების ადვოკატირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების მონაწილეობით“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის,  საერთაშორისო ორგანიზაციების,   საკანონმდებლო და ცენტრალური ხელისუფლების  წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შეფასდა მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ ადგილობრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული წარმატებული პრაქტიკა და გამოწვევები. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გააჟღერეს ოფიციალური პოზიცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ ინიცირებული ადვოკატირების საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობით დაწყებული დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის საწინდარია.

გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაჭრა დაწყებულია და ასევე თვალსაჩინო გახდა მუნიციპალიტეტის სტრატეგია იმ საკითხების მიმართ, რომელთაც მეტი რესურსი და ძალისხმევა სჭირდებათ.

ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცეს მოწვეულმა სტუმრებმა. მათი საერთო პოზიციით, მისასალმებელია მსგავსი პლატფორმა, რადგან ის მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპების დანერგვას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

Related items

Image Gallery