ფსიქოლოგის სესიები რეგიონებსა და ქუთაისში

  • სამშაბათი, 26 აპრილი 2022
  • 693 ჯერ

ფსიქოლოგის მუშაობა მიმდინარეობს რეგიონებში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მოქმედებს და ასევე ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისიდან.

აპრილში იყო გასვლები თერჯოლის, ქობულეთის, სენაკის და ზუგდიდის (სოფელი ხურჩა) მუნიციპალიტეტებში. ქალებთან გაიმართა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები - ესწრებოდა 21 მონაწილე. ასეთ შეხვედრებზე ხშირად გამოვლინდება ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებთანაც სპეციფიკური ურთიერთობა იწყება. ასე იყო აპრილშიც – იდენტიფიცირებულია ოჯახში ძალადობის 4 მსხვერპლი. ფსიქოლოგმა მათ მისცა პირველი რეკომენდაციები და გააგრძელა ფსიქოთერაპიული სესიები.

ცოცხალი შეხვედრების შესაძლებლობის მიუხედავად, ისევ გრძელდება ონლაინ ინდივიდუალური სესიები - თვის მანძილზე ფსიქოლოგს ინტერნეტით დაუკავშირდა 15  ბენეფიციარი. 

პარალელურად წარიმართა მუშაობა ქუთაისშიც, ქალთა ფონდი „სოხუმის ოფისში - 16 ბენეფიციარის მონაწილეობით. ოთხი მათგანი ძალადობის მსხვერპლია და ფსიქოლოგიც უფრო ინტენსიურად მუშაობდა მათთან. ინდივიდუალური ფსიქოლოგიური სერვისით ისარგებლა ორმა ოჯახურმა წყვილმა.

ფსიქოთერაპიული სესიების ერთ-ერთი მონაწილის სიტყვები: თქვენ ცხოვრება სხვა მხრიდან დამანახეთ! ვინ ვარ, როგორი ვიყავი. და მაჩვენეთ, როგორი დედა შეიძლება გავხდე ჩემი შვილებისთვის. სიცოცხლის სურვილი გამიღვიძეთ... უსაზღვროდ მადლიერი ვარ, - ეკა, 29 წლის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები