ქალთა ინფორმირება და მხარდაჭერა

  • სამშაბათი, 22 აპრილი 2025
  • 9 ჯერ

რა პრობლემები აქვთ ქალებს სხვადასხვა თემში, როგორ აგვარებენ ამ პრობლემებს, როგორ ხდება ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და რა გამოწვევებს  აწყდებიან, - ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ სამობილიზაციო შეხვედრებზე.

მონაწილეთა შეფასებით, ყოველთვიური შეხვედრები მათთვის ინფორმირების წყაროა - ეცნობიან ახალ ინფორმაციებს, საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, ცდილობენ, ხელი შეუწყონ ოჯახური შემთხვევების იდენტიფიცირებას, დაეხმარონ ქალებს სათემო პრობლემების მოგვარებაში. ისაუბრეს ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების მნიშვნელობაზე. მიაჩნიათ, რომ ქალებს არა აქვთ საჭირო უნარები, რათა იდეა პროექტად აქციონ და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პარასპეციალისტები.

მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 150-ზე მეტ ქალს მიეწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე. ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გადამისამართდა ათი ქალი.  სამმა ქალმა იურისტის დახმარებით მდგომარეობა გაიუმჯობესა.  

სოციალური მუშაობის გაძლიერებით ქალთა მხარდაჭერა უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები