ორი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა ძალადობის წინააღმდეგ (WAVE). ამ პუბლიკაციაში საქართველოს მაგალითად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკაა მოყვანილი. სწორედ ამ პუბლიკაციაზე და ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებაზე ისაუბრა ფონდის წარმომადგენელმა კოკის და დიდინეძის სკოლებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და ჩვენი აქტივისტი ქალები. მათი თქმით, ისინი კარგად იცნობენ ფონდ „სოხუმს“, ეს მართლაც წარმატებული ორგანიზაციაა და კარგია, რომ ამის შესახებ მსოფლიო მასშტაბითაც გაიგებენ.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით