ტრენინგი - გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად პასუხისმგებლიანი გაშუქება

8 და 9 ივნისს ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით რეგიონული ჟურნალისტებისა და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად პასუხისმგებლიანი გაშუქება. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობისა და კვალიფიკაციის ამაღლებას გენდერული დეზინფორმაციისა და გენდერულად მგრძნობიარე  გაშუქების საკითხებზე.  

ტრენინგის პირველ დღეს, 8 ივნისს ესწრებოდა იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების 18 ჟურნალისტი, მათ შორის ტელე და რადიო, ონლაინ მედიასააგენტოების ჟურნალისტები და დამოუკიდებებლი ბლოგერები, ხოლო 9 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 23, 1-ლი-მე-4 კურსის სტუდენტი.

ტრენინგი მონაწილეების მხრიდან შეფასდა, როგორც სასარგებლო და ინფორმაციული. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შეძენილი ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების განხილვამ ხელი შეუწყო პრობლემების უკეთ გააზრებას და გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტური გზების მოძიებას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები