მსჯელობა აქტუალურ პუბლიკაციაზე

ევროპელ ქალთა ქსელმა ძალადობის წინააღმდეგ (WAVE) ორი წლის წინ გამოსცა გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ: https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13404-2023-03-17-07-47-05).

პუბლიკაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მასში წარმოდგენილია საუკეთესო პრაქტიკები და ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ჩვენმა ორგანიზაციამ პროექტის „კამპანიების ორგანიზება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში სსო-ის მუშაობის  მნიშვნელობის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მოაწყო მუნიციპალიტეტებში. შეხვედრა გაიმართა თერჯოლაშიც, სადაც ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუშაობს.

შეხვედრის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების და მათ შორის ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ გამოცდილებას და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია მეტად საჭირო საქმეს აკეთებს ქალებისა და მათი ოჯახებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები