სამოქალაქო ინიციატივები - ზრუნვა საზოგადოებრივ სივრცეებზე
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა ვანის, ხობის, თერჯოლის, სამტრედიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობა დაისახეს მიზნად, კერძოდ: ვანში, სოფელ სალხინოში განახლდა სტადიონი და ორი სკვერი, თერჯოლაში - სოფელ ღვანკითის ერთ-ერთი უბანი, ხობში გამწვანდა სოფელი ნოჯიხევი და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, სამტრედიაში კეთილმოეწყო სტადიონი და ორი სკვერი დიდ ჯიხაიშში, ახალსოფელში და „ნახალოვკის“ დასახლებაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში კი ეკლესიის ეზოს და შემოგარენი.
ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს აღნიშნული თემებში. ამასთან, ქალების მიერ ამ ადგილების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება აძლიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდას და განამტკიცებს თემის კეთილდღეობას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/vstrechi-zaladoba/item/15384-2024-12-04-06-37-13#sigProId86582eeebf