ვორკშოპი თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებთან
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) შესახებ ჩაატარა ვორკშოპი თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის საექთნო განათლებისა და ფარმაციის პროფესიული სტუდენტებისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები.
ვორკშოპის ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა: ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმების მიმოხილვა, კიბერუსაფრთხოება და თავდაცვის მექანიზმები.
„ჩვენი სასწავლებლის ქალები და გოგონები აღიჭურვენ ორგანიზებული ცოდნით, რაც ონლაინ სივარცეში ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებულები ვართ, რომ მსგავსი არაფორმალური განათლებით შევავსოთ ის ცოდნა და უნარები, რასაც ფორმალური განათლებით იღებენ ჩვენი სტუდენტები და ისინი მაქსიმალურად ძლიერები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიულ ცხოვრებაში, პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ანა ჯავახიშვილმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო მიმართულებით.