ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა
ქუთაისის 25-ე საბავშვო ბაღში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლის მეორე შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები და მეთოდისტები გაეცნენ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის“ ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევას. კვლევის ექსპერტებმა წარმოადგინეს მიგნებები, საუკეთესო პრაქტიკა, არსებული გამოწვევები, რომლებიც საბოლოო ანგარიშში გამოიკვეთა და თვალსაჩინო გახადა აღნიშნული სტანდარტის ზეგავლენა აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალზე; წარმოდგენილი იქნა წინადადებები სერვისის გაუმჯობესებისთვის.
გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პატარების აღზრდასა და განათლებაში ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობის, მშობელთა პედაგოგიზაციის და სკოლამდელ დაწესებულებებთან პარტნიორობის კუთხით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ არასაკმარისია დარგის სპეციალისტების გამოცდილების შესწავლა. მისი გამოყენება, მეტი დიალოგი მშობლებთან, სხვა სერვისის მიმწოდებლებთან ხელს შეუწყობს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის“ უფრო ეფექტიან განხორციელებას. მოხდება მეტად სრულყოფილი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისის მიწოდება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/vstrechi-zaladoba/item/15523-2025-02-24-19-44-32#sigProId38a51a1c30