კვლევის მიგნებების გაზიარება

ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.

მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითადი  ასპექტები“ შესახებ. 

დისკუსიამ გამოკვეთა ინფორმაციის გაცვლის და კოორდინაციის მნიშვნელობა იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვის, სხვადასხვა სოციალური სერვისის მიწოდების მიმართულებით.

„პრობლემა ბევრია, თუმცა ჩვენ, ყველას, მშობლებისა და თემის მონაწილეობის გაძლიერებით შეგვიძლია დავძლიოთ ის წინაღობები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვისთვის სრულფასოვანი, პოზიტიური გარემოს შექმნას, “- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ბავშვის უფლებადამცველები, სპეციალური სერვისის მიმწოდებელი ცენტრები, საბავშვო ბაღის მმართველები, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები