ქუთაისში პედაგოგებისთვის ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

ქუთაისში, სასტუმროგელათი რეზიდენსში“, ჩატარდა ტრენინგი თემაზე პედაგოგების როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში. ტრენინგში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 21 პედაგოგი მონაწილეობდა

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ოჯახში ძალადობის დინამიკა, ტრავმის გავლენა, ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპები, რეფერირების მექანიზმები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა როლი ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პროცესში. პროგრამა თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკული ქეისების განხილვასა და ინტერაქტიულ მუშაობასაც მოიცავდა

მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ონლაინ ძალადობის თემის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა მათ პროფესიულ საქმიანობაში პრაქტიკულად გამოსაყენებელი იქნება. მათი შეფასებით, რეალური შემთხვევების ანალიზმა ტრენინგი კიდევ უფრო ღირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული გახადა

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები