ახალი პროფესიული შესაძლებლობა ქალებისთვის — ზუგდიდში ვიზაჟის კურსი დასრულდა

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ვიზაჟის საბაზისო კურსი დასრულდა. სწავლება 13 ივლისს დაიწყო და ქალებისთვის პრაქტიკული პროფესიული უნარების განვითარებასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

კურსში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქალები, მათ შორის ახალგაზრდა დედები, რომელთათვისაც ახალი პროფესიის დაუფლება დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

სასწავლო პროცესში მონაწილეებმა ვიზაჟის მიმართულებით საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს და პროფესიული საქმიანობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს.

მიღებული გამოცდილება მათ შესაძლებლობას მისცემს, მომავალში სწავლა გაძლიერებული კურსით გააგრძელონ, პრაქტიკული უნარები კიდევ უფრო განავითარონ და ვიზაჟი შემოსავლის წყაროდ აქციონ.

ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მათი გაძლიერებისა და ცხოვრების ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები