დასრულდა „ონლაინ ხმის მრიცხველის - ამომჩევლის რჩევის აპლიკაცია“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპი.

აპლიკაციაში ასახული პასუხების თანახმად, მოსახლეობის 8️3%-ს მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჭიროა ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივ ელექტრონულ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამდენივეს აზრით, აუცილებელია სოფლებში არსებული ამბულატორიების ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროებების შეფასება და მათი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 8️0️% აფიქსირებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს რეგიონში COVID–19-ის პანდემიის პროფილაქტიკისა და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. 7️8% ფიქრობს, რომ ქალები პროპორციულად უნდა იყვნენ ჩართულნი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.

ზუგდიდის ამომრჩეველს კიდევ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი მეორე ტურშიც.

აპლიკაციას იპოვით აქ: http://onlinemricxveli.ge/vote/voting/2021-2/

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდმა „სოხუმმა“ დანერგა ევროპაში წარმატებული მოდელი - ონლაინ „ხმის მრიცხველი“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. აპლიკაციის შევსებაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“,  „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პროექტის დასასრულს გამოვიდა ბოლო, მეოთხე ანგარიში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“. პუბლიკაცია მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.

ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მონიტორინგის შედეგად მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის შეფასება.

ბოლო ანგარიშში ნაჩვენებია, რა გაკეთდა წინა სამი მონიტორინგის შემდეგ, როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა ცვლილებებია მიღწეული და როგორია პროგრესი  მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მომზადდა ახალი პუბლიკაცია: საჭიროებათა კვლევის მეორე ანგარიში: „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში -  კონსოლიდირებული ანგარიში“ (ქართული და ინგლისური ვერსიები).

კვლევის ძირითად ვექტორად განისაზღვრა ელექტრონული მომსახურების სარგებლიანობა და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენა. საჭიროებათა  პირველი კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილ-მაისში, მეორე - 2021 წლის  მაის-ივნისში.

კვლევის ჩატარებაში ჩართული იყო იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი) ჩატარდა კვლევა „ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება ადრეული გაფრთხილების  გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მიხედვით“.

ეს სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ადრეული რეაგირების, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

1024 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რაოდენობრივ კვლევაში, ამას გარდა ჩატარდა 24 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა და 24 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ივლისში ადვოკატირების გეგმები შეიმუშავეს, აგვისტო-სექტემბერში კი დაგეგმილია გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირების კამპანიები.

ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „ონ­ლა­ინ „ხმის მრიცხ­ვე­ლის“ -  ამომ­რჩევ­ლის რჩე­ვის აპ­ლი­კა­ცი­ის (Voter Advice Application) და­ნერ­გვა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მი­ღე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“.

პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პრო­ექ­ტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.

მკითხ­ველი გა­ეც­ნობა დე­ტა­ლურ მე­თო­დო­ლო­გი­ას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.

„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ -  ეს არის ახალი პუბლიკაცია, მეორე ანგარიში, რომელიც მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.

მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

მეორე ანგარიშში ნაჩვენებია პირველი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.

„საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში -  კონსოლიდირებული ანგარიში“ - ასე ჰქვია ახალ პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

 

Download

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

 

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image