ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურობა ხურჩაში

კატეგორია: ქალთა საინიციატივო ჯგუფები ავტორი: Super User გადასვლები: 1417

Фабрика форматов1 2

ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფი  აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში არსებული  კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), როგორც კონფლიქტის ზოლთან ახლომდებარე სოფელი, განსაკუთრებით სენსიტიურია სოციალური კონფლიქტების განვითარების კუთხით.  

საინიციატივო ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრებით და პრობლემათა ადვოკატირებით ცდილობს კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირებას და ადრეულ სტადიაში მის პრევენციას. პრობლემათა ადვოკატირების პროცესს თან ახლავს ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)