მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები - შეფასებით ვორკშოპზე

1

 2 3

„კონფლიქტების ადრეული გაფრთხილება, გენდერზე ორიენტირებული სისტემით“ - რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს მიმართულება, რა იყო მთავარი მიზანი, რა მოგცათ პროექტმა, შვედეთის ქალთა ფონდთან Kvinna till Kvinna-სთან ურთიერთობამ, რა არის საქმიანობის ძირითადი მიღწევა, რამდენად ეფექტური იყო მუშაობა პარალელურად აფხაზ პარტნიორებთან, რა იყო ყველაზე მთავარი სირთულე მუშაობის პროცესში, რა მიმართულებით გააგრძელებდით მუშაობას.

ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი შეფასებით ვორკშოპზე, რომელიც დონორი ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა ონლაიფორმატით 14-15 დეკემბერს.  პირველ დღეს  ქართულმა და აფხაზურმა ჯგუფებმა ცალ-ცალკე შეაფასეს თავიანთი მუშაობა, მეორე დღეს კი ჩატარდა გაერთიანებული შეხვედრა,  მოხდა ინფორმაციების გაცვლა, შეფასდა მიღწეული და გაკეთდა აქცენტი სამომავლო  პერსპექტივებზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამუშაო გეგმები - პანდემიის პირობებში

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც  აქტუალურია აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში.  კოვიდპანდემიის პირობებში ახალი პრობლემებიც გაჩნდა, მათ შორის  ზოგი ინდივიდუალურია, ზოგიც - საერთო.  აქტივისტი ქალებმა  მსჯელობენ, აანალიზებენ, როგორ  უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, როგორ გაგრძელდეს ადვოკატირების პროცესი. საინიციატივო ჯგუფების მუშაობა თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გრძელდება პრობლემათა საბოლოო მოგვარებამდე. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტრენინგი თვითმმართველობებისა და სათემო ლიდერების ჩართულობით

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ტრენინგი ჩატარდა თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემა“. ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდის, წალენჯიხის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები, ჟურნალისტები, ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, სხვადასხვა თემის ლიდერი ქალები.  

მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია  კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა თვითმმართველობებში. 

- რომელი პრობლემებია თემში განსაკუთრებით აქტუალური, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე რეაგირება, ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია ადვოკატირების პროცესში - ამ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობა სხვადასხვა ჯგუფში გაგრძელდა.  

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა შექმნა შესაძლებლობა, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თემის აქტივისტებს ერთობლივად ემსჯელათ პრობლემათა მოგვარების გზებზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფები პრიორიტეტულ პრობლემებს აფიქსირებენ

1 2 3

ქალთა საინიციატივო ჯგუფები კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აგრძელებენ შეხვედრებს და მსჯელობენ თემში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც კოვიდპანდემიამ განსაკუთრებით გაამძაფრა.

პანდემიის შიში, ფსიქოლოგიური საჭიროებები, სამუშაოს დაკარგვა, მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა, უტრანსპორტობა და გადაადგილების შეზღუდვა - ეს იმ პრიორიტეტულ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებიც ქალთა საინიციატივო ჯგუფების ადვოკატირების გეგმაში გაიწერა. ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად  გაგრძელდება.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სწრაფი მოკვლევის პროცესი დასრულდა

1 2 3

 5 4

დასრულდა ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევა თემაზე „პოსტ-Covid ვირუსით გამოწვეულ პრობლემებზე რეაგირება და გენდერული საჭიროებების გათვალისწინების ხარისხის შესწავლა“.

გამოკითხვა ჩატარდა 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ანკეტირების პროცესში 580-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ფოკუს-ჯგუფის მეთოდებით გამოიკითხა 52 ადამიანი. გამოკითხვაში ჩართულნი იყვნენ აფხაზეთში, გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებიც.

გამოკითხვის ანალიზით გამოიკვეთება, რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ ქალებზე, როგორ შეცვალა მათი ცხოვრება, რა გამოწვევები შეუქმნა და რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები