იანა კოშელეცი 37 წლისაა, ქმართან და 15 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში. მარიუპოლიდან ომს გაექცნენ. თავიდან გერმანიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბიჭუნა იქ სწავლას ვერ მიეჩვია და საქართველოში გადაწყვიტეს ჩამოსვლა...
იანა ერთ-ერთია, ვინც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციით სარგებლობს. ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ თებერვალში 4 შეხვედრა ჩაატარა უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებთან. 13 ლტოლვილს შეხვდა პირველად და დაგეგმა შემდგომი თერაპია, 6 ადამიანთან კი მიმდინარეობს ინდივიდუალური ფსიქორეაბილიტაცია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფსიქოლოგის მუშაობა ბავშვებთან - დედები კმაყოფილებით ამბობენ, რომ სეანსების შემდეგ მათი შვილები საგრძნობლად შეიცვალნენ, უკეთესები გახდნენ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)