ამ გვერდის ამობედვა

შეხვედრები მუნიციპალიტეტებში ფსიქოლოგის, იურისტის, კონფლიქტოლოგის მონაწილეობით

ფონდ „სოხუმს“ ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრი აქვს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ახალი წლიდან ცენტრების მობილიზატორებმა მუშაობა განაახლეს - რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ჩატარდა ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრები. ამ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ორგანიზაციის სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი.

მონაწილეებს  მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ამჟამინდელ რთულ პერიოდში იმატა კონფლიქტებმა, ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი პროფილის შეხვედრების ჩატარება და სასარგებლო რჩევების მიცემა.

იანვარში აქტიური მუშაობა წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ბენეფიციარებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ დახმარებასა და ონლაინ სერვისებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

Related items

Image Gallery