ამ გვერდის ამობედვა

სარვამარტო მრავალფეროვნება

მრავალფეროვნება იგრძნობოდა ამ დღეებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 8 მარტი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნა: საინფორმაციო შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან, მრგვალი მაგიდები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ლიტერატურული საღამო.

შეხვედრებზე ხაზგასმულ იქნა, რომ ეს დღე არის ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.

შეკრებილების თქმით, წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება ყოველდღიურობაში, კანონმდებლობაში, მუნიციპალურ პროგრამებში, მაგრამ ჯერაც ილახება ქალთა უფლებები, ჯერაც ხშირია ძალადობა, დაბალია ადამიანური უსაფრთხოების დონე და ამიტომაც კიდევ ბევრი პრობლემის ადვოკატირება და მოგვარებაა საჭირო. სწორედ ეს მისია აკისრიათ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

Related items

Image Gallery