ახალგაზრდული კლუბები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Fsokhumi გადასვლები: 1452

  

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. წელს პირველი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს დღეისათვის მეტად აქტუალურ თემაზე - ძალადობა მოზარდებში, მიზეზები, შედეგები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ძალადობის და ტრაგედიების დინამიკა და მიზეზები. ისაუბრეს ოჯახის, საზოგადოების, სკოლის, დამრიგებლის როლზე, ფსიქოლოგიური დახმარების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული იყო ოზურგეთში პირველად ჩატარებული შეხვედრა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ. ოზურგეთი პროექტის გეოგრაფიაში წელს მოხვდა ლანჩხუთსა და თერჯოლასთან ერთად (წინა წლებში მუშაობა მიმდინარეობდა 6 მუნიციპალიტეტში).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)