ამერიკის დღეები - ახალციხესა და გორში

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2735
ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი ზუგდიდში დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდა -  3 ივნისს  ახალციხეში, ხოლო მეორე დღეს - გორში.
ღონისძიებაზე გაიმართა აშშ მთავრობის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ ელჩი საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა Sea2Sea-მ დაუვიწყარი შოუ წარუდგინა მაყურებელს (რაც ფონდი „სოხუმის“ მიერ იყო ორგანიზებული).
მიუხედავად მცხუნვარე მზისა და მოულოდნელი წვიმისა, შეკრებილები აქტიურად  ჩაერთნენ ფესტივალში - ათვალიერებდნენ სტენდებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტებს, Sea2Sea ჯგუფის მიერ ჩატარებულ მასტერ კლასებში იღებდნენ მონაწილეობას და ცეკვავდნენ ამერიკიდან სპეციალურად მoწვეული ბენდის „Dangerflow“ სიმღერებზე.