ამომრჩევლის აქტიურობა - სერიოზული განაცხადი

1 2

ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს აქტიურობა მკაფიოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე ქვეყნის მომავალი კურსის მიმართ და იმაზეც, რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ.

ამ ეტაპზე ფონდი „სოხუმი“ აანალიზებს ამომრჩეველთა მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს და ამზადებს სარეკომენდაციო დოკუმენტს. დოკუმენტი მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და  პარლამენტის წევრებს, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პარლამენტი ხალხის ნდობის გამართლებაა!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

აპლიკაცია 16 896 ადამიანმა შეავსო

1

პირველად საქართველოში - აპლიკაცია „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“!

შეავსეთ ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია - გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი!

www.onlinemricxveli.ge

ამ მოწოდებით ვრცელდება აპლიკაცია, ონლაინმრიცხველის ბმული ყველა არხით: საინფორმაციო პორტალებზე, ორგანიზაციის ყველა ფეისბუქგვერდზე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების, პარტნიორების პირად ფეისბუქგვერდებზე...

აპლიკაცია უკვე 16 896-მა ადამიანმა შეავსო. 31 ოქტომბერს არჩევნებია!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რა შედეგები მოიტანა ქვეგრანტებით განხორციელებულმა მინიპროექტებმა? სიუჟეტი „რიონის“ ეთერში

რა შედეგები მოიტანა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტებით განხორციელებულმა მინიპროექტებმა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რა გამოწვევები წარმოჩინდა მუშაობის შედეგად? რომელმა აქტივობებმა  შეუწყო ხელი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში? ამ საკითხებზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში.

გადაცემა  მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ არსი - ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

1 2 3

რეგიონალური ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაშუქდა, როგორ მუშაობს ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“, რომელიც 15 სექტემბერს ამოქმედდა;   რა მიზანს ემსახურება და როგორ ეხმარება  მოქალაქეს  არჩევანის გაკეთებაში; რა საქმიანობა ჩატარდა ევროპული გამოცდილების გაცნობის, ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის შესწავლის მიმართულებით; როგორ ხდება პლატფორმის პოპულარიზაცია; როგორია რიგითი ამომრჩევლების, სპეციალისტების პოზიცია.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ვიდეორგოლი ინტერნეტ აპლიკაციის შესახებ

დროდადრო, შენ გიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გავლენას ახდენს შენს ცხოვრებასა და მომავალზე. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის შენ დახმარება გჭირდება.

ასე იწყება პატარა ვიდეორგოლი, რომელიც ორიგინალურად ასახავს „ონლაინ ხმის მრიცხველის“ არსს.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ინსტრუქცია, როგორ გამოიყენოთ ინტერნეტ აპლიკაცია და გაიგოთ, რომელი პარტიის ხედვა შეესაბამება თქვენს პოზიციას.

ვიდეორგოლი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ საპროექტო გუნდმა, ანიმაციების ავტორია კესო წირღვავა.

„ონლაინ ხმის მრიცხველი“ 15 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი www.onlinemricxveli.ge

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები