გადაცემა რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2509

რადიო „ძველი ქალაქის“ პირდაპირი ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა. მასში აისახა ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციის მასალები. სიუჟეტში გაჟღერდა ინტერვიუები, რას ფიქრობენ და რა ტიპის საფრთხეებს გრძნობენ ქალები ფოთსა და სოფელ ხურჩაში, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად. გადაცემას ორი სტუმარი ყავდა -  ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.  

 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)