ოზურგეთელი ჟურნალისტები - გენდერის მედია ცენტრში

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2855

ოზურგეთელი ჟურნალისტები გენდერის მედია ცენტრში შეიკრიბნენ. მათ ინტერესით მოისმინეს სიახლეეები, რომლებიც ბოლო, თებერვლის შეხვედრის შემდეგ მოხდა ოზურგეთის, სენაკისა და ქუთაისის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერის მედია ცენტრზე და მის საინტერესო ბლოგზე.  აღინიშნა მედიის წარმომადგენლებთან მუშაობის კონკრეტული შედეგი: 20-ზე მეტი პუბლიკაცია და ეთერში გაშვებული მასალა გენდერულ საკითხებზე.
ოზურგეთში გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას ჟურნალისტებიც უწყობენ ხელს - მათ კარგად ესმით ეს მისია და კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას აპირებენ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან.
 
 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის 

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით