რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერში. ფოკუსი - ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2321

საქმიანობის რა ეტაპზეა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო; რომელია ის პროექტები, რომელთაც ახალ 2016 წლის ბიუჯეტში განახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის; გრძელვადიანი სტრატეგია ქალთა მხარდაჭერისათვის, რომელშიც ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის იმედი აქვს; წარმატებები, სამომავლო გეგმები, გამოწვევები - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება რადიონარკვევში, რომელიც „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა.
რადიოსიუჟეტი ასევე ეხმაურება ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელურ შეხვედრას. მას მოწვეულმა სტუმრებმა - ექსპერტებმა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ კუთხით, რომ ჩამოყალიბდა ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა და მომზადდა რეკომენდაციები ქალთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ახალი სახელმწიფო სამოქმედო გეგმისათვის, რომლის ხელმოწერა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით