რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერში

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2796

„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ეხება. საბჭოს წევრები საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე, დაგეგმილ ან უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე გვიყვებიან.
სიუჟეტში ხაზგასმულია საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა, რომელთაც დასაბამი მისცეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ რეკომენდაციებს და პროექტებს, რომელთაც საბჭო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სერვისის განვითარების, ბაღების პერსონალის გენდერული განათლების ხელშეწყობის კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ 5 წელია გენდერული თანასწორობის კანონი არსებობს, რომელიც თვითმმართველობას ავალდებულებდა, კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ადგილობრივი საკანონმდებლო აქტები, რაც არ მომხდარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც, საბჭოს წევრების განცხადებით,  საბჭოს საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. გამოითქვა რწმენა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული მიმართულებები ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით