რადიოგადაცემა მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 1642

27 თებერვალს რადიო „რიონის“ ეთერში გავიდა მეორე გადაცემა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. ეს იყო წინა გადაცემაში დაწყებული საუბრის გაგრძელება. გადაცემაში განხილული იყო „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ საკითხი, რაც გულისხმობს მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობის ბიუჯეტის შედგენაში. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ ფორმირება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით