საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ გთავაზობთ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის 2024-2026 წლების ბიუჯეტების შედარებით ანალიზს. დოკუმენტი აფასებს, როგორ აისახება ადგილობრივ პროგრამებში ქალთა საჭიროებები და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობენ მუნიციპალიტეტები ძალადობაგამოვლილ ქალებს და რამდენად ქმნის ეს მხარდაჭერა გზას კრიზისული დახმარებიდან უსაფრთხო საცხოვრისამდე, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერამდე, ეკონომიკურ გაძლიერებამდე და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობამდე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)