ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე წლებია, ქალთა ფონდ „სოხუმში“ მუშაობს. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან.
ატარებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს, ფსიქოთერაპიულ სესიებს. ეხმარება წყვილებს კონფლიქტების დაძლევაში...
ერთ-ერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, არის სტრესი.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? რა დაგვეხმარება სტრესის დროს?
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს, მაგრამ ეს რჩევები ყველასთვისაა:
დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი.
დასამშვიდებლად სცადეთ, ნელა დათვალოთ 10-მდე და შემდეგ - პირიქით.
მიირთვით შოკოლადი.
სცადეთ არომათერაპია.
ხანდახან თქვენი ემოციები გადაიტანეთ ქაღალდზე, მერე ისინი ნაკლებად შეგაშინებთ.
გაიკეთეთ ხელების მასაჟი.
სტრესის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა თმის ვარცხნა 10-15 წუთის განმავლობაში.
გემრიელი საჭმელი - ეფექტური ანტისტრესული დოპინგია.
ემოციური ნეგატივის დაძლევაში 15-წუთიანი შხაპი დაგეხმარებათ.
აღმოსავლეთის პრაქტიკოსები გვასწავლიან: „გინდათ დარდისგან გათავისუფლდეთ? 27 ნივთი გადააადგილეთ სახლში“.
ირბინეთ კიბეზე ზევით-ქვევით 30 წამი.
ნახატების გაფერადება 2-3 წუთის განმავლობაში - ეფექტურია სტრესის პერიოდში.
ადგილზე სირბილი - ესეც კარგი ხერხია სიამოვნების ჰორმონების გამომუშავებისთვის.
მოდუნდით - ეს მეთოდი ძალიან სასარგებლოა.
სიცილი სტრესის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
გააკეთეთ ფიზიკური ვარჯიშები.
მადლობელი იყავათ იმის, რაც გაქვთ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)