ამ გვერდის ამობედვა

ვორკშოპი საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ააიპ ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „გენდერი და   გენდერული მიდგომა სკოლამდელი ასაკის ბავშვების  აღზრდისა და განათლების სფეროში“. 

ვორკშოპს ესწრებოდა 33 ადამიანი - 16 საბავშვო ბაღის მენეჯერები და პედაგოგები. განხილულ იქნა შემდეგი თემები: გენდერი,  გენდერული მიდგომა, გენდერული მიდგომის მაჩვენებლები, გენდერული მოდელები ბაღებსა და სკოლებში. მუშაობა წარიმართა სხვადასხვა მეთოდით, აქტიური  დისკუსიით.   

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
განახლდა ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 14:29
Super User

Latest from Super User