ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.
როგორ უნდა ჩატარდეს საჯარო დისკუსიები? რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეხვედრის მონაწილეებს ონლაინ მრიცხველზე, მის მნიშვნელობაზე? ამის თაობაზე ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა შეხვედრა მობილიზატორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში.
მათ დეტალურად განიხილეს დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
10 ივლისს გაიმართა ვორკშოპი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში - საჯარო დისკუსიების მოწყობა/მართვასთან დაკავშირებით. ვორკშოპი მიმდინარეობდა შერეული ფორმატით - მონაწილეთა ნაწილი ფონდი „სოხუმის“ ოფისში იმყოფებოდა, ნაწილი კი სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო ონლაინ ზუმის პლატფორმის მეშვეობით. მათ ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, შექმნეს სამუშაო გეგმების მონახაზი და გაწერეს სამომავლო საქმიანობა. ვორკშოპს უძღვებოდა ეკატერინე გამახარია - ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ორდღიან ვორკშოპზე კლარა კოზლოვამ ქართველ პარტნიორებს გაუზიარა თავისი ქვეყნის - ჩეხეთის გამოცდილება საარჩევნო ონლაინ მრიცხველის დანერგვასთან დაკავშირებით. შემუშავდა ადვოკატირების გეგმა, გაიწერა სამუშაო სტრატეგია.
ვორკშოპი გაიმართა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში პროექტის „საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ონლაინ მრიცხველი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
24-25 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ორდღიანი ვორკშოპი. ექსპერტებმა ვიშეგრადის ქვეყნებიდან და საქართველოდან ისაუბრეს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ თავიანთ ქვეყნებში, განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ხმების ონლაინ-მრიცხველის აპლიკაციასთან მიმართებაში, შემუშავდა მომავალი კითხვარის სამუშაო ვერსია. მუშაობა წარმატებით და ნაყოფიერად ჩატარდა.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორი დღის განმავლობაში - 11 და 12 აპრილს მიმდინარეობდა სტრატეგიული ვორკშოპი, რომელზეც პრაქტიკული საკითხები განიხილეს მონაწილეებმა - კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ რამდენიმე ორგანიზაციის წევრებმა. ვორკშოპი ჩაატარა ფასილიტატორმა ფელიპ დაზა სიერამ საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მოწვევით.














სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ნოსირის, ძველი სენაკის და ნოქალაქევის საჯარო სკოლებში ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ვორკშოპების მონაწილეები იყვნენ მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. ბრეინშტორმინგის მეთოდით მოხდა ახალგაზრდების შეხედულებების და მათი დამოკიდებულებების განსაზღვრა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ძალადობის შედეგებზე,ზეგავლენაზე ქალებსა და ბავშვებზე.
შემდეგ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან. ნოსირსა და ძველ სენაკში მოსწავლეებმა აქციების ორგანიზებაც შეძლეს მოწოდებებით „არა - ძალადობას!“