- უკრაინელი ქალის ბავშვი ფოთიდან ქუთაისში ჩამოიყვანეს საავადმყოფოში. სანამ პატარა რეანიმაციაში იყო, დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობდა. ის დღეები ორივეზე ვზრუნავდით - დედაზეც და ბავშვზეც. ვიყიდეთ ყველაფერი, რაც ბავშვს დამატებით სჭირდებოდა: პამპერსი, საკვები, წამალი. ახლა ის უკვე გამოწერეს და თავს კარგად გრძნობს, - ამბობს სოფი წირღვავა, უკრაინელებთან მუშაობის ასისტენტი.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ რამდენიმე ადამიანს გაუწია ასეთი სახის დახმარება: ორ ონკოდაავადებულს აუნაზღაურდა კვლევების თანხიდან 375 და 370 ლარი. ერთ ქალს დავეხმარეთ ქიმიოთერაპიის რეფერალური დაფინანსების მიღებაში.
კვლავინდებურად გრძელდება დახმარება ბინის დაქირავების (გაიცა 19 ოჯახზე) და კომუნალური გადასახადების კუთხით (ეს დახმარება მიიღო 5-მა ოჯახმა). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროდუქტების გაცემას. ამ თვეში 20-მა ოჯახმა მიიღო სურსათი და ჰიგიენური საშუალებები.
ჩვენს საინფორმაციო ბაზას თებერვალში 15 ადამიანი დაემატა და უკვე 467 ადამიანია.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა კონფერენციაში „უკრაინის ომის წელიწადი“, რომელშიც საუბარი იყო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე ომის დროს და პერსპექტივებზე. ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას, რაც მათ ასე სჭირდებათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)