სამსახიობო ხელოვნების კურსის მონაწილეებიც საინტერესოდ ატარებენ დროს - ამზადებენ პატარა სცენებს, სწავლობენ ლექსებს, პატარა ტექსტებს. 6 აპრილს მესხიშვილის სახელობის თეატრში ისინი დაესწრნენ სპექტაკლს „ბრემენელი მუსიკოსები“, სადაც თამაშობს კურსის მასწავლებელი, მსახიობი მაგდა ჩიხლაძე.
აქტიურად მუშაობს ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი. ამ თვეში ჩატარდა 9 ჯგუფური და 10 ინდივიდუალური შეხვედრა. სეანსებს ესწრება 12 ბავშვი.
კურსების მონაწილეებისთვის თემატური ღონისძიებებიც გაიმართა: 14 აპრილს, ქართული ენის დღეს ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და სხვა ენებზე. მომზადდა ვიდეოჩანაწერი. 19 აპრილს კი აღნიშნეს დედამიწის დღე, ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოში დარგეს ჟოლოს ბუჩქები, ისაუბრეს გამწვანების მნიშვნელობაზე, ეკოლოგიაზე, დაისვენეს, გაერთნენ. ერთ-ერთმა ბავშვმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე კარგი დღე მის ცხოვრებაში.
ასე საინტერესოდ ჩაიარა აპრილმა.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით