ფსიქოლოგი და იურისტი არ საუბრობენ ბენეფიციარებთან შეხვედრის დეტალებზე. ასეც უნდა იყოს - ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მაგრამ უყვართ ციფრების მოყვანა.
ციფრების თანახმად კი, დეკემბერში:
ჩატარდა ფსიქოლოგის და იურისტის 6 ჯგუფური შეხვედრა თერჯოლის, სენაკის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.
შეხვედრებს ესწრებოდა 27-დან 68 წლამდე ასაკის 88 ადამიანი.
5-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქოთერაპია.
ჩატარდა ფსიქოთერაპიული მუშაობა სარეაბილიტაციო ცენტრის 6 ბენეფიციართან.
მიმდინარეობს მუშაობა 3 კრიზისულ ოჯახთან.
ონლაინ გრძელდება ინდივიდუალური ფსიქოთერაპია 25 ბენეფიციართან.
იურისტმა ჩაატარა 7 ონლაინ კონსულტაცია და ორი შეხვედრა ოფისში.
ციფრები ბევრ რამეს ამბობენ… ამ მხარდაჭერას ქალები იღებენ…
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)