ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემა კვლავ ქალთა მიმართ ძალადობაა. დღემდე გამოწვევად რჩება ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე არასაკმარისი ინფორმირება.
აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ სოფლებში, სხვადასხვა თემში. ისინი ხელს უწყობენ აქტიური, ლიდერი ქალების გამოკვეთას ადგილებზე. ხდება საჭირო ინფორმაციის გავრცელება.
სამტრედიის, ჩოხატაურის, თერჯოლის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე არის შედეგები ახალი ქეისების გამოვლენის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.
შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)