ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი რეაგირებისთვის

ფონდი "სოხუმის"  მორიგი მონიტორინგის ანგარიში: "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.

დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი ბარიერები, რაც  ქალთა დასაქმებას უშლის ხელსმათ შორის, სამუშაო გრაფიკის და  ბაღის/სკოლის სამუშაო საათების მოუქნილობა; დამსაქმებლის დაბალი მგრძნობელობა მოწყვლადი კატეგორიის ქალების, მათ შორის, მარტოხელა დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ; უწყვეტი საზაფხულო განათლების, დღის ცენტრების, ბაგა-ბაღების, გახანგრძლივებული ჯგუფების, სპორტულ და ხელოვნების მრავალპროფილური წრეების ნაკლები ხელმისქაწვდომობა და ა.შ. აღნიშნული ბარიერების დაძლევა შეუძლებელია ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზების და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ეს კი მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებსა  და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თანამშრომლობას.  დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული  რეკომენდაციები რაც ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების დაძლევას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

განახლდა კვირა, 06 თებერვალი 2022 16:22

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები