და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი“ ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან, და დაინტერესებულ პირებთან, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
ფონდის მიერ 11 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები“ სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება, მობილიზება და მათი ჩართვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში.
ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული, რაც ორგანიზაციის გამოცდილების მულტიპლიცირების და აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ორგანიზაციის ექსპერტიზის და სერვისების გაცემის საშუალებას იძლევა.
ფონდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განვითარებაზე, შესაბამისი ტრენინგების მიწოდების, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერის გაწევის, საჭიროებათა კვლევის განხორციელების და გენდერული პროგრამების და ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის გზით.
ამ მიმართულებით ფონდ „სოხუმს“ გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციასთან Brot für die Welt.
სხვადასხვა დროს საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: ქალთა გლობალური ფონდი, HumanDoc foundation, Filia, Mama Cash, Nesehnutí, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG), საფრანგეთის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანადის საელჩო თურქეთში,.