ქალთა გაძლიერება, მათი მხარდაჭერა გულისხმობს იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალებისათვის. ზამთრის უამინდობამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან მომართვიანობაც გაიზარდა. ცენტრების მობილიზატორები პრობლემათა მოგვარებას თვითმმართველობის დახმარებით ცდილობენ. 

ქობულეთში მარტოხელა დედას, ტყიბულში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს   მუნიციპალური პროგრამებით შეშის მორები გადაეცათ. სენაკში წარმატებით დასრულდა ადვოკატირების პროცესი ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდასაჭერად - ოჯახი თვითმმართველობის პროგრამით ისარგებლებს.

აღნიშნული საკითხები გამოვლინდა იმ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელთაც ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ეწევიან. ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრებს 47 ადამიანი დაესწრო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- ჩვენს ირგვლივ არიან ქალები, რომლებიც ამ პრობლემებით ცხოვრობენ. ყველა ოჯახში უნდა შეაღწიოს ინფორმაციამ და ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ ძალადობის შემთხვევაში ის მარტო არ არის, - ასე ფიქრობენ შეხვედრის მონაწილეები, რომლებიც მიღებულ ინფორმაციებს სხვადასხვა თემში გაავრცელებენ და ამით ხელს შეუწყობენ ძალადობის პრევენციას ოჯახებში. 

ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს ბაღდათში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სამტრედიაში სხვადასხვა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების თქმით, საზოგადოებას ჯერ კიდევ სჭირდება ძალადობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, რათა სწორად შეაფასოს შედეგები.

შეხვედრებმა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას შეუწყო ხელი, გაიზარდა დახმარების მსურველთა რიცხვი: ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და იურისტმა კოკში და ბაღდათში გამოვლენილ კონკრეტულ ქეისებზე დაიწყეს მუშაობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემაზე ჩაატარა მრგვალი მაგიდა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტები ოზურგეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან - კრიმინალური პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.

აღინიშნა ადგილობრივ დონეზე ერთობლივი ძალისხმევის და კოორდინირების ნაკლებობა. შეკრებილებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და დაეხმარება მსხვერპლს.  ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა კოორდინირების ხელის შემშლელი, ხელის შემწყობი ფაქტორები და ასევე - როგორ გაუმჯობესდეს კოორდინაცია და გააქტიურდეს მუშაობა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების ჩართულობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების ექვსთვიანი სატრენინგო კურსის ბოლო შეხვედრები ჩატარდა. 97 მონაწილე ესწრებოდა სამტრედიის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის და ვანის მუნიციპალიტეტებიდან.

ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მონაწილეთა მაღალი ინტერესი თემისადმი „კონფლიქტის მოგვარების გზები. ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პრობლემები და მიზეზები“.

მარტში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ათივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალგაზრდები აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ თავიანთ სკოლებში - 5 ცენტრის 10 ლიდერი პრეზენტაციებს გააკეთებს და თავის ცოდნას გაუზიარებს მოსწავლეთა ჯგუფებს.

ამ თვეში განსაკუთრებული იყო შვილების წერილები მშობლებს. ტრენერებმა მონაწილეებს სთხოვეს, დაეწერათ მესიჯი მშობლებისთვის, გამოეხატათ თავიანთი სიყვარული, ფიქრები, სურვილები... საკმაოდ დიდი და კარგი მასალა დაგროვდა და მალე ცალკე დაიბეჭდება ჩვენს ვებგვერდზე, როგორც წარმატების ისტორია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომპლექსები მქონდაო... უყურებ, ესაუბრები და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხუთი წლის წინ მორიდებული იყო და ეშინოდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის.

რამდენს მიაღწია ამ ხუთ წელიწადში! უბრალო ჩამოთვლითაც მიხვდებით, რამდენი შრომა და მონდომებაა ამ წარმატებებს მიღმა:

ირმა ბრეგაძე - სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის პროექტების აქტიური მონაწილე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზატორი, პროგრამა FLEX-ის ნახევარფინალისტი, MAC Georgia-ს თეატრალური დასის წევრი...

ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ირმას წარმატების გზას.

ირმა ბრეგაძე: „მეექვსე კლასში ვიყავი, როცა გვითხრეს, კონფლიქტების თემაზე იწყება მუშაობა და ვინ ჩაერთვებითო. დამაინტერესა და დავესწარი. პირველივე გაკვეთილი დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემი უშუალო კონტაქტი ფონდ „სოხუმთან“, როცა ტრენერმა ლელა შენგელიამ ჩაგვიტარა ათმოდულიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის შესახებ“.

ფონდმა „სოხუმმა“ ონლაინ მრგვალ მაგიდასთან შეკრიბა ხონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურები, პედაგოგები. შეხვედრაზე გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის და დახმარების მხრივ არსებულ სიტუაციაზე. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე მიიღეს  ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, სადაც განთავსებულია სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანაგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული დარგობრივი მიგნებები და რეკომენდაციები თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა  - ნინო კორინთელმა და ლინდა ჩიხლაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელს - ანა ბენდელიანს გააცნეს.

შეხვედრაზე ორივე მხარეს საკუთარი გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა მიეცა. ფონდი "სოხუმის" წარმომადგენლებმა ყურადღება მოწყვლადი კატეგორიის ქალთა დასაქმების ხელშეწყობისთვის იმ სპეციფიკურ საჭიროებებზე გაამახვილა, რომელიც დეტალურადაა მიმოხილული ჩვენს კვლევაში და ამასთან, იმ ბარიერებზეც ისაუბრეს, რომლებსაც ჩვენი ბენეფიციარები ყოველდღიურად აწყდებიან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სეანსის ბოლოს ნანამ (პირობითი სახელი) მადლობა გადაუხადა ფსიქოლოგს. თვალცრემლიანმა უთხრა, რომ დამშვიდდა, ძველებურად არ შფოთავს, ოჯახშიც დალაგდა ურთიერთობები...

ის ერთ-ერთია იმ ქალებისგან, ვინც ჩვენს საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო სერვისს იღებს, თავის პრობლემებს აგვარებს და პოზიტიურად იცვლება...

ფსიქოლოგი და იურისტი სისტემატურ მუშაობას ატარებენ რეგიონებში. იანვარში მათ  6 ჯგუფური შეხვედრა ჩაატარეს სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.

ფსიქოლოგმა და იურისტმა ინტენსიურად იმუშავეს ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან, ონლაინ - კრიზისულ ოჯახებთან. 20-ზე მეტი ბენეფიციარი განაგრძობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას.

აქტიური მუშაობის კიდევ ერთი შედეგი: უწყებათშორისმა კომისიამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა ერთ ქალს - ფონდი „სოხუმის“ მიერ შეკრებილი ინფორმაციისა და მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე.

საერთოდ არ იცოდნენ კერვა სოფიო გვილავამ და სოფიო გვასალიამ. ელემენტარულს აკეთებდნენ დარიკო ჯინჯოლავა, გურანდა ძაძუა და ჟანა არქანია. მაკა სარიას დედა კერავდა და ისიც ინდომებდა. სწავლის სურვილი ყველას ჰქონდა, მაგრამ სურვილად რჩებოდა... ეს ახალგაზრდა ქალები წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემი) ცხოვრობენ, არცერთი არ მუშაობს, ოჯახს, შვილებს უვლიან.

ექვსივე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი იყო. ესწრებოდნენ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს. ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან,  წლების განმავლობაში იყო. მობილიზატორმა მარიკა მეგრელიძემ ბევრი ქალი შემოიკრიბა და არაერთი პრობლემის მოგვარება შეძლო. როცა ფონდმა „სოხუმმა“ მუნიციპალიტეტში საჭიროებების კვლევა ჩაატარა, გაირკვა, რომ აქ არ იყო სამკერვალო.

სანამ სხვა გზა გამოჩნდება, ფონდმა წყოუშში დღის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა. ცენტრს შენობის ნაწილი დაუთმო მაღაზიის მეპატრონემ. ქუთაისიდან ჩაიტანეს საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები.

„ამ თემაზე ბევრია სასაუბრო, ოჯახში ძალადობა აზიანებს არ ამხოლოდ ერთ ადამიანს, ერთ ოჯახს, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს უნდა აღიქვას ყველამ“.

„ძალადობას არ უყვარს დაგვიანება, პირიქით დროული რეაქციაა საჭირო“.

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ჩოხატაურის, თერჯოლის, ტყიბულის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს.

სამობილიზაციო შეხვედრები ეხმარება მონაწილეებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ძალადობაზე რეაგირების კუთხით არსებულ სერვისებსა და მექანიზმებზე. შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძალადობის პრევენციის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები