როცა ფორუმ-თეატრი პირველად მოდის სკოლაში...

1 2

 3 4

ფორუმ-თეატრის პირველი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებულია. ასე იყო იანვრის ორივე შეხვედრის დროს - ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ანასეულის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

წარმოდგენებმა (ოჯახური ძალადობის სცენა, ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის) მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით ემოციური იყო სცენა - დედის დაბრუნება ათწლიანი ემიგრაციიდან და პრობლემა, შვილებმა რომ არ მიიღეს. განსაკუთრებით განიცადეს მათ, ვისი ახლობლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ.

შეხვედრებზე ყველაფერი იყო: გაოცება, ინტერესი, დისკუსია, აქტიური ჩართულობა, ტაში... ხაჯალიას სკოლის დირექტორმა  სურვილი გამოხატა, წარმოდგენები სოფლის კლუბში ჩატარდეს. ეს ფორუმ-თეატრის აქტუალური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუშაობით დაინტერესდა საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“. ჟურნალისტები ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად სოფელ ხაჯალიაში გაემგზავრნენ, წარმოდგენები გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები