ტრენინგი მომავალი ტრენერებისთვის

          

21-24 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. მუშაობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: კონფლიქტის ფორმები, სახეები,  ანალიზი და მოგვარების მეთოდები, ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში, ქალის როლი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში, მასკულინურობის და ფემინურობის კონცეფციები, მასკულინურობა და ნაციონალიზმი კონფლიქტის გაღვივებაში.

ტრენინგის ერთ-ერთი ბლოკის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორემ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსია - მონაწილეებმა პრაქტიკულად დაინახეს, როგორ ვითარდება კონფლიქტი, რა როლი აქვს ინფორმაციას და შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის პრევენცია.

ოქტომბერში ამ ჯგუფისთვის ჩატარდება მეორე ტრენინგი და შემდეგ ისინი თვითონ დაიწყებენ ვორკშოპების ჩატარებას თავიანთ თანატოლებთან.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები