ახალგაზრდული კლუბები 9 მუნიციპალიტეტში - ინტერაქტივის ფორმატით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

აქტუალურ თემაზე წარიმართა საინფორმაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ცხრა ახალგაზრდულ კლუბში. იანვარშიც ცხრა მუნიციპალიტეტის სკოლები მოხვდა საინფორმაციო არეალში: დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხაჯალია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი“, ანასეული  (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კუხი (ხონის მუნიციპალიტეტი), თეკლათი (სენაკის მუნიციპალიტეტი), ფოთის მე-11, წყალტუბოს მესამე და ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლა.

საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.

მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთა აქტიურობა, მათი ჩართულობა როლურ თამაშებში, ინიცირებული წარმოდგენები, გულახდილი საუბრები პრობლემებზე (მშობლების როლი, ნაადრევი ქორწინება, არაჯანსაღი ტრადიციები, მავნე ჩვევები). ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტი გამოხატა განსახილველი თემების მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა შეხვედრა წარიმართა დიალოგის, ინტერაქტივის ფორმატით. ერთ-ერთი  შედეგიც გამოიკვეთა: ქუთაისის კლუბი მზად არის, დამოუკიდებლად იმუშაოს   თანატოლებთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები