ახალგაზრდული კლუბების 19 წევრი - ქუთაისში

1 2 3 4 5 6 7

უჩვეულო ხალხმრავლობა იყო დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში.

შეიკრიბა 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი) წარმომადგენელი 19 ახალგაზრდა, რამდენიმე მშობელი და პედაგოგი.

და ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრა - განსხვავებული ფორმატით. ხალისიანი, საინტერესო, გამორჩეული...

ისაუბრეს იმაზე, რაც გაკეთდა ძალადობის პრევენციის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, წინადადები და გეგმები შეიმუშავეს სასკოლო პროცესში მეტი ღონისძიების ჩართვისთვის.

უკუკავშირი კი ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა. ბევრი თბილი სიტყვა ისმოდა - მადლობის, სიყვარულის, სიხარულის... რაც მთავარია, შეიკრა გუნდი, ახალი სამეგობრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ბევრ კარგ აქტივობას აპირებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი შეხვედრები ვაჟების ჯგუფებთან

1 2 3 4 5 6 7

ვაჟების ჯგუფებთან შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა ხონის (3 ივნისი), ლანჩხუთის (4 ივნისი), წყალტუბოს (5 ივნისი), ზუგდიდის (6 ივნისი), ფოთის (7 ივნისი), სენაკის (10 ივნისი), თერჯოლის (11 ივნისი), ქუთაისის (12 ივნისი), ოზურგეთის 14 (ივნისი) მუნიციპალიტეტებში. ყველა ჯგუფიდან გამოიყო ერთი-ორი ლიდერი ბიჭი, რომელმაც თანატოლების წინაშე გააკეთა პრეზენტაცია მამაკაცის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში. დისკუსიის დროს ისინი საუბრობდნენ ძალადობის მავნებლობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ თავიანთ როლზე პრობლემის მოგვარებაში. აღინიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება. და ისიც, რომ მზად არიან გააგრძელონ მუშაობა, გაავრცელონ მიწოდებული ინფორმაციები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი ვორკშოპები ქვედა სიმონეთში, ქუთაისში, ნიგვზიანში

1 2 3

კონფლიქტოლოგიის თემაზე ხუთთვიანი მუშაობა შეჯამდა ვორკშოპებზე, რომლებიც ჩატარდა სოფელ ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №15  საჯარო სკოლებში.  

მოსწავლეებმა სინანულით აღნიშნეს ვორკშოპების დასრულების შესახებ, პედაგოგებმა  კი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი დაიტოვეს. მათი თქმით, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ თემით, ბევრი რამ ისწავლეს კონფლიქტების მართვის კუთხით, სიხარულით და ინტერესით ელოდნენ ყოველ მომდევნო შეხვედრას. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ახალგაზრდებთან ქუთაისში, ხაჯალიაში, ზედა სიმონეთში

1 2 3

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისის 33-ე სკოლაში, ხაჯალიასა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ზედა სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ამით დასრულდა დაგეგმილი ცხრა შეხვედრა ეთიკის და ესთეტიკის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სქესობრივი აღზრდის საკითხებზე.

როგორც სხვა კლუბებში, აქაც დიდი იყო ახალგაზრდების ინტერესი, ჩართულობა.  გამოიკვეთა არაერთი პრობლემა: ნარკოტიკები, ნაადრევი ქორწინება, მიგრაცია, გაუცხოება ოჯახურ ურთიერთობებში…

- საინტერესოა მსგავსი თემების განხილვა. შეხვედრებზე ჩვენ ბოლომდე ვიხსნებით და ვთავისუფლდებით. ვიღებთ შენიშვნებს, რჩევებს. ჩვენ გვისმენენ, რაც იშვიათობაა, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ სამი შეხვედრა: ერგეტაში, ფოთში, თეკლათში

1 2 3

სოფელ ერგეტაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფოთის კერძო სკოლაში და სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები თემაზე: ეთიკისა და ესთეთიკის ნორმები, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სქესობრივი ცხოვრების წესი - იარაღი ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდებმა ბევრ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ნაადრევ ქორწინებაზე, რაც აფერხებს ახალგაზრდების განვითარებას, დამოუკიდებლობას და

შეხვედრების მონაწილეების აზრით, ასეთი გულახდილი საუბრები და კომპეტენტური რჩევები ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას, კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები