„სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“ - ახალი პუბლიკაცია

Untitled 2„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.

ფონდი „სოხუმის“ ახალ გამოცემაში გაანალიზებულია ჩატარებული კვლევის  შედეგები.

კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები. გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, გამოყენებულ იქნა ამ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები.

მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image