გენდერული საჭიროებების კვლევა ოზურგეთში

დასრულდა კვლევა, რომელიც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამ ეტაპზე კვლევამ მოიცვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები.
გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი და 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ. გამოიკითხა 200 ადამიანი. ჯგუფების შერჩევა მოხდა ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგებთან, სოფლის რწმუნებულებთან, ახალგაზრდებთან, დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან.
ჩაღრმავებული ინტერვიუს რესპონდენტებად შერჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ასევე ექსპერტები ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროდან. გამოკითხვა ჩატარდა დევნილებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან და ახალგაზრდებთან.
კვლევის ანგარიშების ანალიზის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წარსადგენად, რათა 2016 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად  იქნეს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები