ჭრა-კერვის კურსის წარმატებული ფინიში

1 2 3 4 5 6 7 8

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომელთაც ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. მონაწილეთა თქმით, პროექტი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები, სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები