პოლიმერული თიხის გაკვეთილები დასრულდა

1 2 3 4 5

დასრულდა პოლიმერული თიხის გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში. მონაწილეებმა წარმოადგინეს საპროექტო პერიოდის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. მოკლედ ისაუბრეს თავიანთ თავზე, იმ შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დაუგროვდათ მუშაობის დროს როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და დიდი ინტერესი დაიმსახურა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მხრიდან.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები